X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რევაზ სოხაძე სოფელ ხამისკურის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა

20 თებერვალი 2026

რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა და არსებული მდგომარეობა მათთან ერთად განიხილა.

100 მოსწავლეზე გათვლილი ხამისკურის სკოლა ამორტიზებულია, რის გამოც მოსწავლეები ამ ეტაპზე კერძო სახლებში აგრძელებენ სასწავლო პროცესს. მინისტრმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა ახალი სკოლის მშენებლობის პროცესსა და სავარაუდო ვადებზე.

სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.

რევაზ სოხაძემ განუმარტა პედაგოგებს, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელ ერისიმედის სკოლის პროექტის შემუშავება, რომელიც გამოყენებული იქნება ხამისკურის ახალი სკოლის მშენებლობისთვისაც. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებისთვის.

მინისტრმა ბოდიში მოუხადა სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს სკოლის განახლების პროექტის გაჭიანურებისთვის და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო, რომელიც სრულად უპასუხებს განათლების ხარისხის მოთხოვნებს.